26 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
"ჩვენ ვთავაზობთ შუამავლობას ე.წ. ხელისუფლებას, ჩვენ რომ დავსხდებით მოქალაქეებთან გამოსავალს მოვნახავთ" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას პანკისის მოსახლეობასთან შუამავლობას სთავაზობს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მოხერხდება ის, რომ სიტუაცია განიმუხტოს.

„დამიჯერეთ შეიძლებოდა პანკისში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან წყნარად დალაპარაკება. რა თქმა უნდა ამას ე.წ. ხელისუფლება არ დათანხმდება, იმიტომ რომ თბილისურად, რომ ვთქვათ ძველბიჭობენ. მოსწონთ ეს სპეცრაზმის შეყვანა და დარბევა მოქალაქეების. გაერთიანებული ოპოზიცია შუამავლობას სთავაზობს ე.წ. ხელისუფლებას. აი დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ რომ დავსხდებით მოქალაქეებთან ჩვენ გამოსავალს და კომპრომისს მოვნახავთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა მოსახლეობის პროვოცირება.

„რა საჭირო იყო ამ ხალხის პროვოცირება იმითი რომ დაიწყეთ მუშაობა, შემდეგ დაუშინეთ რეზინის ტყვიები და გაუშვით ცრელმსადენი გაზი. ყველამ უნდა გაითავისოს ეს მარტივი გაკვეთილი, რომ  ხელისუფლების დაპირისპირება რიგით მოქალაქესთან მთავრდება ხელისუფლების დამარცხდებით. დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნუ შევქმნით კრიზისის კერას იქ, სადაც ეს საჭირო არ არის და რასაც ესე ელოდება ჩვენი სამშობლოს მტერი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს როგორც მოსახლეობას, ასევე სამართალდამცავებს შეინარჩუნონ სიმშვიდე.  

დღის ამბები