26 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
მოქალაქეებისთვის, რომლებიც სააღდგომოდ ქალაქიდან გადიან "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დატოვებას გეგმავენ - განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ, რათა გაზდანადგარები და ბუნებრივი აირის მილის ონკანი სწორად გადაკეტონ.

„ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების სამსახური სადღესასწაულო დღეებში საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

დღის ამბები