28 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
“რუსეთი დონბასში ე.წ. “სამხრეთ ოსეთისა” და “დნესტრისპირეთის” სცენარით მოქმედებს” - პეტრო პოროშენკო

“რუსეთი დონბასში ეგრედ წოდებული “სამხრეთ ოსეთისა” და “დნესტრისპირეთის” სცენარით მოქმედებს,” - ასეთი  შეფასება მისცა  უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა კრემლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ეხება.

საგანგებო მიმართვაში პეტრო პოროშენკომ, ამ ქმედებას უკრაინის შიდა საქმეებში მორიგი უპრეცედენტო ჩარევა და უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა უწოდა.

აღნიშნულ ფაქტს ვლადიმირ ზელენსკის გუნდშიც გამოეხმაურენ. მათი შეფასებით ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ აღიარა საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ.

სახელმწიფომ რუსეთის გადაწყვეტილება უკვე დაგმო ოფიციალურმა ვაშინგტონმაც. სახელმწიფო დეპარტანენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთი, ამ უკიდურესად პროვოკაციული ქმედებით, კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს  გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

დღის ამბები