28 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
ვლადივოსტოკში ვლადიმირ პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. პირველი სამიტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა რუსეთის პრეზიდენტს შორის კუნძულ "Русский"-ზე უნივერსიტეტის კამპუსის შენობაში დაიწყო, სადაც დელეგაციას საზეიმოდ დახვდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე არსბული ვითარების შეფასებას და პოზიციების შეთანხმებას.

ეს ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.

დღის ამბები