27 აპრილი 2024,   22:19
ვრცლად
ავსტრალია და ახალი ზელანდია გალიპოლის ბრძოლაში დაღუპულებს იხსენებენ

ავსტრალია და ახალი ზელანდია გალიპოლის ბრძოლის დაღუპულებს იხსენებენ. მთავარი ცერემონია ტრადიციულად თურქეთში, გალიპოლის სანაპიროზე გაიმართა, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის 25 აპრილს 130 ათასზე მეტი ავსტრალიელი და ახალ ზელანდიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბრძოლის 104-ე წლისთავის აღსანიშნავად პრინცი უილიამი ახალ ზელანდიაში ჩავიდა. ცერემონიას კემბრიჯის ჰერცოგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო და ოკლენდში, ომის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები