28 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
უამინდობა ესპანეთში - ქვეყნის ნაწილი დიდთოვლობას, ნაწილი კი მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის

უამინდობა ესპანეთში - აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ქვეყნის ნაწილი დიდთოვლობას, ნაწილი კი მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. მადრიდის ჩრდილოეთ დასახლებებში თოვლი მოვიდა, ვალენსიის სამხრეთით მდებარე ქალაქები კი გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა.

მაგისტრალების თოვლის საფარისგან გასაწმენდად მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ესპანეთში კვირის ბოლოს, იმ დროისათვის გამოიდარებს, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

დღის ამბები