28 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს 

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ხელახლა მოსახვედრად ბრძოლას იწყებს. შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სახელით მონაწილეობას აპირებს.

76 წლის ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა. მისი თქმით, დღეს საფრთხეშია ის მთავარი ღირებულებები, რამაც ამერიკა ამერიკად აქცია.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სულ 20 პოლიტიკოსი იბრძვის. პარტიის დელეგატები საბოლოო არჩევანს პარტიის ყრილობაზე გააკეთებენ.

ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო აგიტაციას 18 მაისს გამართავს.

დღის ამბები