28 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდება - უკრაინელი ქალი, რომელიც საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული - ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს. 

ქალი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უფლებადამცველის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის ქუთაისში გვიან ღამით დააკავეს. 

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი ბავშვებთან ერთად წასვლას თბილისში აპირებდა, საცხოვრებლად ბინა კი წყნეთში ჰქონდა ნაქირავები.

"ახლა შევდივარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ამ დილით უნდა ჩამოსულიყო წყნეთში, სახლი მქონდა დაქირავებული მისთვის. მაგრამ საავადმყოფოდან გამოსვლის წინ დამირეკა 9 საათზე შემდეგ რა მოხდა ინფორმაცია არ მაქვს.

წუხელ 9 საათზე უნდა გამოსულიყო , ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსი, წყნეთში ელოდებოდა სახლი, ფულიც გადახდილი მქონდა,“-ამბობს თოდუა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

ადვოკატი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკრაინის მოქალაქეს  ხვდება. „კურიერის“ ინფორმაციით, 10 ბავშვიდან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები