28 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
თურქმა ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

თურქმა ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებული სირიის მოქალაქე აბდულ კარიმ ჰელიფია და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.

ეჭვმიტანილი  თავდასხმის მოწყობას გალიპოლის ბრძოლის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გეგმავდა, რომელსაც გუშინ ასობით ავსტრალიელი და ახალ ზელანდიელი მოქალაქე ესწრებოდა.

 გამოძიების ვერსიით ეჭვმიტანილი იგივე სცენარით აპირებდა მოქმედებას, როგორც ცოტა ხნის წინ ქრაის-ჩარჩის მეჩეთებში მოხდა.

დაკავებული სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად წარედგინება.

დღის ამბები