28 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული სუსლიაკის მტკიცებით, მას მეტერთმეტე შვილი აბაზანაში დაეხრჩო

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი ამტკიცებს, რომ მას მეტერთმეტე შვილი რუსეთში აბაზანაში დაეხრჩო. მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა. საქართველოში კი რუსეთიდან 8 აპრილს 10 ბავშვი ჩამოიყვანა.

ქართველი სამართალდამცველები ამ გარემოებას საეჭვოდ მიიჩნევენ და გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ.

ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა 21 აპრილს შეიტყვეს, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსები პოლიციას დაუკავშირდნენ, რადგან დოკუმენტების შემოწმების შემდეგ საეჭვოდ ეჩვენათ ფაქტი, რომ რამდენიმე ბავშვი ერთ წელს იყო დაბადებული. იულია სუსლიაკის დაკავების შემდეგ ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში წაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები