28 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
საჯარო სამსახურების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში ავეჯზე მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა - "მედიატორი"

მილიონ 200 ათასი ფუფუნების საგნებში - საჯარო სამსახურების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში. სხვადასხვა ნივთების შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" ავრცელებს. შესყიდვის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ თანხა გამოყოფილია კედლის დეკორებისთვის, გორგოლაჭებიანი, ძვირფასი მაგიდა-სკამებისთვის. ყველაზე მეტი ფუფუნების საგანი საჯარო უწყებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა, მეორე-მესამე ადგილებს ბათუმისა მერია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ინაწილებენ. საქმით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს ოპოზიცია.

"53 ხელშეკრულება სახელმწიფო უწყებებმა ავეჯისა და მისი აქსესუარების შესაძენად, გამოაცხადებს ტენდერი, სადაც ჯამში დახარჯეს მილიონ ორასოცდაერთი ათას ლარზე მეტი,"-აცხადებს მონიტორინგის ცენტრ ”მედიატორის” თავმჯდომარე დიმიტრი ბიძინაშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

"სახელმწიფო ბიუჯეტი მიმართულია ყველაფერზე, გარდა მოქალაქეებისა. საკუთარი ფუფუნებისთვის ეს ადამიანები არ იშურებენ მილიონობით ლარს, საუბარია რომ იყიდიან სკამებს, კარადებს, შეიძენენ დივნებს, თუმცა ადამიანებისთვის შემდეგ უკვე საზრუნავად არც ბიუჯეტი რჩებათ, არც სახსრები და მათ შორის არც დრო და არც ენერგია,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები