10 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ტრეფიკინგში ბრალდებული ქალი - ადვოკატი იულია სუსლიაკის ორსულობის, მშობიარობისა და შვილების დაბადების შესახებ დოკუმენტაციას ასაჯაროებს 

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალის დაკითხვის ოქმსა და სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებს  ასაჯაროებს.

დაკითხვის ოქმში იული სუსლიაკი ამბობს, რომ მისი ათივე შვილის მამა მისი მეუღლე იური სუსლიაკია, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში 2002 წლიდან იმყოფება.

სუსლიაკის ჩვენების მიხედვით, წყვილს ათი შვილი ჰყავს, რომელთაგან ექვსი სუროგაციის გზით გააჩინეს.

იუსლია სუსლიაკი ამბობს, რომ მან ოთხი შვილიდან სამი უკრაინაში გააჩინა, ერთი კი 2018 წელს აშშ-ში.

„2016 წელს ექიმმა როგორც გვითხრა ჩემი მშობიარობა იქნებოდა დიდი რისკი და სწორედ ამიტომ ჩავერთე "ეკო" პროგრამაში. ვინაიდან ჩემი კვერცხუჯრედი იყო გამოუდეგარი და გამოვიყენეთ 6 დონორი გოგო , 6 სუროგატი და მხოლოდ და მხოლოდ ჩემემი მეუღლის იურის ბიოლოგიური მასალა. იანას და ვიეტას დაბადებას ვესწრებოდი თავად, მაგ დროს ჩემი ქმარი იყო რუსეთში. იულიას დბადების პროცესს ესწრებოდა ჩემს მიერ მინდობილი პიროვნება რა დროსაც მე და იური ვიმყოფებოდით კონგოში. ზუსტად ვერ ვიხსენებ ნამასტეს დაბადების დროს სად ვიმყოფებოდით. მოგახსენებთ თუ რატომ გვინდოდა ბევრი შვილები, როდესაც უკვე გვყავდა საერთო ბიოლოგიური შვილები მე და იურის, ჩვენ გვაქვს ასეთი დევვიზი, - როდესაც ადამიანი არის მატერიალურად ძლიერი უნდა ყავდეს ბევრი შვილი,“- ამბობს სუსლიაკი ჩვენებაში.

 

რაც შეეხება მე-11 ბავშვს, სუსლიაკის თქმით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და მას ამის შესაბამისი დოკუმენტაციაც აქვს.

საქმის მასალებში დევს ბავშვის გარდაცვალების მოწმობა და დაკრძალვის ხარჯების ამსახველი საბუთები.

ადვოკატმა ასევე წარმოადგინა საფლავის ფოტო, რომელიც მისი თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ეკუთვნის. 

სუსლიაკის თქმით, მას დაკავების შემდეგ დაკითხვაზე არ უსაუბრია მე-11 შვილზე, რადგან არც გამომძიებლებს უკითხავთ და არც თავად სურდა მისთვის მტკივნეულ თემაზე საუბარი. იულია სუსლიაკმა ასევე გამოძიებას გადასცა, ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია მისი ორსულობა და დოკუმენტი სადაც ჩამოთვლილია ბავშვების დაბადების დრო და ადგილები.

სუსლიაკი ამბობს, რომ ის არ ესწრებოდა მისი ორი შვილის დაბადებას, რომლებიც სუროგატმა დედებმა მისი მეუღლის ბიოლოგიური მასალის გამოყენებით გააჩინეს.

ტრეფიკინგში ბრალდებული ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ ბევრი შვილის ყოლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ისინი წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ.

სუსლიაკის თქმით, ამ დროისთვის მისი მეუღლე ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთში ის საემიგრაციო სამსახურში მოხვდა, შესთავაზეს მინსკში, კიშინიოვში ან თბილისში გამგზავრება, სუსლიაკის თქმით, მან თბილისი აირჩია, რადგან იქიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას აპირებდა.

დღის ამბები