სამდღიანი დაპირისპირების შემდეგ, ისრაელმა და პალესტინელმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინური მხარე ავრცელებს.
ბოლო ცნობით, ისრაელის მიმართულებით ღაზადან გაშვებული ჭურვების აფეთქებას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვითი არმიის მონაცემებით, ბოლო 36 საათის განმავლობაში ღაზას ტერიტორიიდან ებრაული დასახლებების მიმართულებით 600-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს, ხოლო საპასუხო საჰაერო იერიშები დაჯგუფება "ჰამასის" 320 ობიექტზე განხორციელდა.
პალესტინური მხარის განცხადებით, დარტყმებს სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.