10 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
13 დაღუპული და 55 დაშავებული - ავღანეთში თალიბანის წევრებმა იერიში პოლიციის შენობაზე მიიტანეს

ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ადგილობრივი პოლიციის შესასვლელთან ააფეთქა, რის შემდეგაც შენობაზე იერიში თალიბანის წევრებმა განახორციელეს.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაჯგუფების 8 წევრი პოლიციის შენობაში შეიჭრა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ პოლიციამ ისლამისტების ლიკვიდაცია შეძლო.

შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი  მოსახლეობა.

დღის ამბები