10 მაისი 2024,   21:23
ვრცლად
ცეცხლი შეწყვეტილია - პალესტინელმა მებრძოლებმა და ისრაელის არმიამ შეთანხმებას მიაღწიეს 

სამდღიანი სარაკეტო იერიშების შემდეგ ღაზის სექტორში ვითარება შედარებით დამშვიდდა და ამ დროისთვის ისრაელისა და პალესტინის მხრიდან იერიშები შეჩერებულია. გავრცელებული ცნობით, პალესტინელმა მებრძოლებმა და ისრაელის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი ისრაელის მხარეს 4-მდე გაიზარდა, ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა კი 20-ს აჭარბებს. მათ შორისაა ისლამური ჯიჰადის 7 წევრი და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი.

ვითარება ღაზის სექტორში პარასკევს დაიძაბა. ისლამური ჯიჰადის წევრებმა ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქების მიმართულებით სარაკეტო შეტევა დაიწყეს, რასაც საპასუხო იერიშები მოჰყვა. ისრაელის არტილერიის სამიზნე ძირითადად ქალაქი ღაზა იყო, სადაც მრავალსართულიანი შენობა ააფეთქეს, რომელშიც დაზვერვის სამსახურის ოფისი და თურქული სააგენტოს ანადოლუს რედაქცია იყო განთავსებული.

ინტენსიური სარაკეტო იერიშების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის 350 ამდე ობიექტი დაბომბეს, ხოლო ღაზაში ჰამასის ერთ-ერთი მეთაურის ახმედ ხოდრის სამხედრო მანქანაც ააფეთქეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ისრაელის ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია. სრული მხარდაჭერა კი ისრაელს დონალდ ტრამპმა გამოუცხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს მოუწოდა მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.

დღის ამბები