26 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს.

„მამიდას“ და მასთან ერთად დაკავებულს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო განუსაზღვრა.

პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ სასამართლო პროცესზე მას შემდეგ შეცვალა, რაც დაკავებულებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მოულოდნელი იყო პროცესზე, როენა ხუცურაულის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სასტუმრო „მამიდას“ კათარზისად გადაკეთებას გეგმავდა.

„პროცესის მსვლელობისას მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც, ბუნებრივია, მისი პოზიცია გავიზიარეთ. მთავარი იყო, რომ აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებულიყო - პატიმრობა, თუნდაც უკვე აღვნიშნე, რომ გრძელდება გამოძიება, არსებითი განხილვის სხდომები წინ გვაქვს და ალბათ, მერე სრულყოფილი ნათელი მოეფინება საქმეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები