30 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
პარალიზებული მეტრო - მეტროსადგურ სამედიცინოზე მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს 

თბილისის მეტრო კვლავ ხარვეზებით მუშაობს - მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ხარვეზის გამო, ამჯერად მუშაობა საბურთალოს ხაზზე შეფერხდა.

მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს. მათ შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ, რამაც მეტროს პარალიზება გამოიწვია.

მეტროსადგურ "სამედიცინოზე" შეფერხება დილით 10:00 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგ მოქალაქეები გამოიყვანეს ვაგონებიდან.

„უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა. იმიტომ, რომ ძალიან საშიშია, სადენები, როგორც ვიცი, დაზიანებულია და ახლა, როგორც გავიგე, ერთ-ერთ მეტროსადგურზე არის პრობლემები, გოცირიძეზე, თუ არ ვცდები და რასაკვირველია, ხალხი სანამ არ დაზარალდება, მანამდე არ გამოსწორდება ეს პრობლემა, ამიტომ, სჯობია, დროულად მოხდეს ამის აღმოფხვრა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპილიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

 

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი

დღის ამბები