26 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
კრემლი ოლეგ ტიმშენკოს საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებას აპროტესტებს

კრემლი საქართველოდან შეერთებული შტატებში ოლეგ ტიშჩენკოს ექსტრადირებას აპროტესტებს. კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალად ედება ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავების სქემების კონტრაბანდა და მათი რუსეთისთვის გადაცემა.

ოლეგ ტიშჩენკო საქართველოში სწორედ ვაშინგტონის მოთხოვნით დააკავეს და მისი ექსტრადირება წლის დასაწყისში განხორციელდა. ამჟამად რუსი სპეციალისტი იუტას შტატის ციხეში იმყოფება. მას ბრალიც ოფიციალურად წარედგინა. ამის გამო კრემლმა პროტესტი გამოთქვა. რუსეთში არ გამორიცხავენ რომ ტიშჩენკოს საქმე შეერთებული შტატების სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყოს. ბოლო პერიოდში რუსეთშიც არაერთი ამერიკელი დააკავეს და ეს საკითხი მაიკ პომპეომ გუშინ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზეც წამოწია.

დღის ამბები