18 ივნისი 2019,   07:53
ვრცლად
ახლა მთავარია არ მივცეთ გაყალბების საშუალება - გრიგოლ ვაშაძე 

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ხმის დასაცავად მზადაა. განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. საარჩევნო პროცესი დასრულებულია, ხმის მიცემა შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

ვაშაძე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღის განმავლობაში დაფიქსირდა მოსყიდვის, ძალადობის, კარუსელის, დაშინების ფაქტები. თუმცა მისივე თქმით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბმა ყველა მცდელობა აღმოფხვრა.

გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თუ გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას, მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს.

„ახლა მთავარი არის, რომ რაც შეიძლება უბნების გარშემო ყველა, ვინც ჩვენი მხარდამჭერი, ჩვენი დამკვირვებელი, ჩვენი კომისიის წევრი არის, უბნების გარშემო, უბნების ახლოს, უბნების შიგნით, რომ არ მივცეთ გაყალბების საშუალება, დავიცვათ ოქმები, დავიცვათ ყოველი ხმა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხმების დაცვა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის თქმით, დამკვირვებლები შეძლებენ ხმების დაცვას, რადგან ყველა საჭირო ტრენინგი გავლილი აქვთ.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ სანდრა რულოვსი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ჩვენ გადავედით სტრატეგიაზე რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად... მე ვუსმენდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ 2 ათასი წარმომადგენელი ჰყავთ დარეგისტრირებული და დიდი ბოდიში, თქვენც დადიოდით და უზარმაზარი კორიდორები ჰქონდათ გაკეთებული საჯარო მოხელეებით, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანებით, რომლითაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჰყავდათ ხალხი. ეს არანორმალურია უკვე, რაც ხდება საარჩევნო თვალსაზრისით.... სანდრა რულოვსი ჩვენი მონაცემებით, იგებს არჩევნებს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა დავიცვათ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები