24 ივლისი 2019,   11:28
ვრცლად
საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება ივანიშვილის სასახლესთან - სანდრა რულოვსი

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან,“ - ეს განცხადება სანდრა რულოვსმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სანდრა რულოვსის თქმით, საპროტესტო ტალღა დაიწყება და მთელი საზოგადოება ღიად დააფიქსირებს თავის პოზიციას.

რულოვსის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა უნდა დატოვოს. მისი თქმით, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში გუნდთან ერთად მივა და აქციები ივანიშვილის შუშის სასახლესთან დასრულდება.

„ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, სოფელს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები