26 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ოპოზიცია ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ივანიშვილის ფული, ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს - კორძაია

„ოპოზიცია ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ბიძინა ივანიშვილის ფული, ოპოზიციის წინაღმდეგ მუშაობს,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაია შუალედური არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიმართ ნდობა იზრდება. კორძაია სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ გაერთიანებული ძალებით უნდა დაამარცხოს ივანიშვილის ხელისუფლება.

„თუ თქვენ ქრონოლოგიას გადახედავთ, პროცენტულად ოპოზიცია იღებს მეტს, ნელ-ნელა მიღებული ხმების პროცენტები იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ბიძინა ივანიშვილის ფული, ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური მოუწია, იქ ცალსახად ჩანს, რომ ოპოზიციის ერთმანეთის მხარდაჭერამაც იმუშავა, აქაც ეს მუშაობს, ამიტომ, არსებითია ის, რომ ოპოზიციამ კიდევ გააგრძელოს თანამშრომლობა და დაანახოს „ქართულ ოცნებას,“ რომელიც აქტიურად სარგებლობს სახელისუფლებო რესურსით და ბიძინა ივანიშვილის ფულით, რომ ეს არ არის გადამწყვეტი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები