26 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
სანდრა რულოვსმა ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი მებრძოლების მემორიალს პატივი მიაგო

1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი მებრძოლების მემორიალი სანდრა რულოვსმა ყვავილებით შეამკო. 23 წლის 20 მაისს საბჭოთა ჩეკამ „სამხედრო ცენტრის“ 15 წარმომადგენელი დახვრიტა ვაკის პარკის ტერიტრიაზე, მათ შორის გენერლები - კოტე აფხაზი, ალქესანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე. სანდრა რულოვსთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი სტუდენტებმა და ისტორიკოსებმაც მიაგეს.

„20 მაისს მოხდა ეს 1923 წელს. აი აქ დახვრიტეს 14 ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და არ ეგუებოდა გასაბჭოებას რომელიც21 წლიდან ქვეყანაში შემოვიდა. როცა დახვრიტეს, თვითონაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ჩვენს ახლობლებს გადაეცით, რომ ჩვენ ქართველი პატრიოტის შესაფერისი სიკვდილი ავირჩიეთ. ამას ვიხსენებთ, რომ ეს არის მათი ძალიან გმირული საქციელი. ასეთი გმირი ძალიან ბევრია რა თქმა უნდა,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

დღის ამბები