26 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად - პრემიერი დავით გარეჯზე საუბრობს

მთავრობის წარმომადგენლები დავით გარეჯის თემაზე განმარტებას აკეთებენ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, აზერბაიჯანის მხარე გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

მამუკა ბახტაძის თქმით, დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაოები მოლაპარაკებების დასრულებამდე დროებით შეჩერებულია. 

„დღეს იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე, იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან და მათ შორის თქვენთან, ქართულ მედიასთან, ძალიან გთხოვთ, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ეს არის ძალიან ემოციური საკითხი ყველასთვის, ჩემთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკითხის გარკვევის იმედს გამოთქვამს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე. კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, გარეჯის საკითხი არის არა სადავო, არამედ გაურკვეველი. 

„გაურკვეველ საკითხს დავარქმევდი და არა სადაოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული და მეგობარი პარტნიორი ქვეყანაა აზერბაიჯანი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკითხი საბოლოოდ გაირკვევა. ნებისმიერი მოლაპარაკება და ნებისმიერი შედეგი არავითარ შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი არ იქნება და არ უნდა იყოს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

დღის ამბები