10 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
"საქართველო მიდის წუმპისკენ, უფსკრულისკენ" - მოსახლეობა ფასების მატებაზე საუბრობს

„ასეთი კატასტროფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საქართველო მიდის წუმპისკენ, უფსკრულისკენ,“ - ასე აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მოქალაქეები.

მათი თქმით, გაძვირებულია მედიკამენტები, პროდუქტები და შესაბამისად, მათ შეძენას ვერ ახერხებენ.

მოსახლეობის განცხადებით, მათ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ფასების მატება კიდევ უფრო აუარესებს.

„წამლები ისეთი ძვირია, პენსიონერი ვერ ყიდულობ. პატარა პური 50 თეთრი ღირდა და ისიც 65 თეთრი გახადეს. პურსაც მოუმატეს, ყველაფერს მოუმატეს,“ - აცხადებენ მოქალაქეები კურიერთან.

ექსპერტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ. ანალიტიკოსების განცხადებით, ლარის კურსის მკვეთრად გაუფასურების შემდეგ ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

„სურსათი, უალკოჰოლო სასმელები, მედიკამენტები, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება - ამ ყველაფერზე ფასები მკვეთრად არის გაზრდილი. გარდა არასწორი სამთავრობო პოლიტიკისა, არის გაუფასურებული ლარის კურსი. თუ კურსის პოლიტიკა კვლავ ასეთი გაგრძელდება, როგორიც აქვს მთავრობას, რა თქმა უნდა, მომავალშიც კვლავ გაიზრდება ფასები,“ - განაცხადა ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა.

ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს არსებობის 24-წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1182 ლარია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები