28 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - 40 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე, გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებული, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა უკვე მოინახულა.

40 წლის მამაკაცი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავა. დატოვებს თუ არა მამაკაცს პატიმრობაში სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი ბრალის წარდგენის ეტაპზე. გაიმართება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა, სადაც გადაწყდება მისი შემდგომი პატიმრობის საკითხი. მტკიცებულებებს ჯერ არ გავცნობივარ,“ - აცხადებს ადვოკატმა, ზურაბ ზურაბაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები