26 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
"250 ლარამდე უნდა უხადონ ადამიანს, რომელიც მიტანილ პროდუქტს, ბაღში შეიტანს," - ხაბეიშვილი არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

რატომ გახდა აუცილებელი საბავშვო ბაღებისთვის დამატებით 45 ათასი ლარის გამოყოფა - საკრებულოს ოპოზიციაში დამატებით შტატზე საუბრობენ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საქმე ეხება პირს, რომელიც საბავშვო ბაღში მიტანილ პროდუქციას შენობაში შეიტანს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობის არასწორ და ბიუჯეტისთვის დამაზიანებელ გათვლებზე საუბრობს. ოპოზიცია საკითხის დაყენებას უახლოესი საკრებულოს სხდომაზე აპირებს.

„კონკრეტული ბრძანებაა ბაღების მართვის სააგენტოსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 180 ბაღში დამატებით, 200-დან 250 ლარამდე უნდა უხადონ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს მიტანილი პროდუქტის ბაღში შეტანას, ანუ დამატებით მხოლოდ ერთ თვეში 45 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ თავის დროზე არ გაითვალისწინეს მათ შორის ოპოზიციის განცხადებები და პოზიცია, რომ კომპანიასთან არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება და თავის დროზე, ვამბობდით, რომ არასწორად ამენეჯმენტებდნენ ბაღებში კვებას“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები