26 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
ხელისუფლება ქვეყნაში ელიტურ კორუფციას არ ებრძვის - "გამჭვირვალობის" კვლევა

ელიტურ კორუფციას ქვეყნაში ხელისუფლება არ ებრძვის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ბოლო დროის ის გახმაურებული საქმეებია თავმოყრილი, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. კვლევაში საუბარია TBC ბანკის, „ომეგა ჯგუფის“, ოთარ ფარცხალაძის, ჩინოვნიკების ქონების, საარჩევნო მისყიდვის საქმეებზე, სადაც ბრალდების მთავარი ადრესატები, სწორედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრობლემა ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა და ერთპარტიული მმართველობაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელისუფლებას ახსენებს, რომ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებაა და მოუწოდებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შექმნას და უზრუნველყოს მისი პარტიული გავლენისგან დაცულობა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ელიტურ კორუფციას არ ებრძვის, რადგან ორმაგი სარგებელი აქვს, უკანონოდ მდიდრდება და ასევე მათთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანები ელიტური კორუფციის გზით ნაშოვნ ფულს მმართველ პარტიას არჩევნებისთვის შავ ყულაბაში უბრუნებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები