28 აპრილი 2024,   02:48
ვრცლად
სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა და პრობლემის გადაჭრის გზები - საკითხზე არასამთავრობოებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა იმსჯელეს

სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა და პრობლემის გადაჭრის გზები - საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  და სამოქალაქო აქტივისტებმა იმსჯელეს. კონფერენციაზე  „ თბილისი პრაიდის“ კვირეულის თემაც განიხილეს, რომელიც 18-23 ივნისს იგეგმება.

„თანასწორობის მოძრაობის“ სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე ლგბტ თემის მიერ საჯარო ღონისძიებების მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით,  მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოებაში იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რომელის საზოგადოებაში აღნიშნული თემის მიმართ არის ჩამოყალიბებული.

„ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომელსაც ეზღუდება გამოხატვის და საჯაროდ შეკრების თავისუფლება ეს არის ლგბტ თემი. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად აუცილებელია საჯარო ღონისძიებები, ისეთი, როგორიც იყო დღევანდელი დისკუსია, როგორიც იქნება „პრაიდის“ კვირეული, რა დროსაც დაგეგმილია რამდენიმე საჯარო ღონისძიება, არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაძლიოს ეს პრობლემა,“- განაცხადა ბოლქვაძემ.

დღის ამბები