28 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
გაუქმდეს "მაფიოზა მერის" დაწესებული რეგულაციები - ტაქსის მძღოლები პირველ ივლისს, აქციას გამართავენ

ტაქსის მძღოლები პირველ ივლისს, მერიასთან მასშტაბურ აქციას აანონსებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, გაუქმდეს ტექინსპექტირების რეგულაცია და ავტომობილების თეთრად გადაღებვა. ლეიბორისტი გიორგი გუგავას განმარტებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები აქტიურად გაგრძელდება.

„ქალაქის მაფიოზა მერი კალაძის გადაწყვეტილება ტაქსების რეგულაციის შესახებ არის სრულიად უსამართლო, ანტისოციალური, რომელიც აკარგვინებს 10 ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს თანამოქალაქეს,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები