26 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
შშმ ბავშვების განათლების საკითხი - სახალხო დამცველი პედაგოგების არასათანადო კვალიფიკაციაზე საუბრობს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები განათლებას საჯარო სკოლებში ვერ იღებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველი საუბრობს. ნინო ლომჯარია მიზეზად პედაგოგების არასათანადო კვალიფიკაციას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებული სტიგმას ასახელებს.

სახალხო დამცველმა 15 საჯარო სკოლა შეისწავლა და დაასკვნა, რომ შშმ ბავშვები გაკვეთილს ფორმალურად ესწრებიან და სასწავლო პროცესში ჩართული არ არიან.

„ინკლუზიური განათლება გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი უბრალოდ ესწრება სასწავლო პროგრამას, თუმცა ის წლიდან წლამდე გარკვეულ უნარ-ჩვევებს ვერ იძენს, იმიტომ, რომ აი, ამ განათლების მიმართ მიდგომა არის ხშირ შემთხვევაში ფორმალური, პედაგოგებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ აქვთ შესაბამისი მომზადება, თუ როგორ უნდა მიუდგნენ, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და ის სტიგმა, დამოკიდებულება მათ მიმართ საკმაოდ ძლიერია დღემდე, მათ შორის პედაგოგებში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები