26 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ისმის აფეთქებების ხმა 

რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ისმის აფეთქებების ხმა. 

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსაცედნ გაზს და რეზინის ტყვიებს ისვრიან. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ გარბიან. ისინი სკანდირებენ - "საქართველო"

სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე რამდენიმე საათია ძალას იყენებს, თუმცა აქციის მონაწილეები მაინც არ იშლებიან. 

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ გამოიყენეს ფეიერვერკი, რაზეც სამართალდამცველებმა მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. 

არიან დაშავებულები. მათ ჭრილობები ძირითადად თავისა და ყელის არეში, დამიზნებით აქვთ მიყენებული. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლიც.  

ამავე თემაზე
დღის ამბები