28 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული - ისინი აქციის დასრულების შემდეგ ავტობუსებით გაიყვანეს 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დასრულების შემდეგ სპეცრაზმი, რომელიც ტერიტორიაზე იყო მობილიზებული ავტობუსებით გაიყვანეს.

ფაქტის ამსახველი კადრები "კურიერს" თვითმხილველმა მიაწოდა. სამართალდამცველების მობილიზება სოლოლაკში მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მსვლელობით მისვლა გადაწყვიტეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირდიან მთავრობის ადმინისტრაციასთან გვიან ღამით გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები. მათ შეახსენეს მთავრობის წევრებს, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

მოთხოვნები კი უცვლელია, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულია პირები, დაისაჯონ სამართალდამცველები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით ჩატარდეს. გუშინდელმა ღამემ ქალაქის ცენტრში მშვიდობიანად ჩაიარა.

დღის ამბები