15 ოქტომბერი 2019,   06:52
ვრცლად
„დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ახალგაზრდები ძირს, რამ უნდა გაიძულოს, რომ შენ ახალგაზრდობას ასე გაუსწორდე"-მაკა ჩიჩუა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება. მაკა ჩიჩუამ პარლამენტის წინ შეკრერბილებს მიმართა.  მისი თქმით მუხტი, რომელიც ახალგაზრდებში არის, არ ჩაცხრება.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ისევ და ისევ. მუხტი აქ იმდენად ძლიერი დღეს, უსამართლობას არ შეგუება ქართველი ხალხი. ეს მუხტი არ დავარდება იქამდე სანამ არ შეასრულებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ახალგაზრდებმა წამოაყენეს. მე ვუერთდები მათ,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეშია. მისთვის გაუგებარია როგორ გაიმეტა ხელისუფლებამ ახალგაზრდები ასეთი სისასტიკისთვის.

„მე დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ახალგაზრდები ძირს. ზოგმა თვალი დაკარგა, რამ უნდა გაიძულოს, რომ შენ ახალგაზრდობას გაუსწორდე ასე სასტიკად. ვერ ვხვდები ადამიანები რომლებიც ამბობდნენ რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ რეჟიმი რომელიც სასტიკია. ისევ დავბრუნდით სისხლიან ღამემდე. რაც აქ გადაიტანეს იმ ადამიანებმა ეს უკვალოდ არ ჩაივლის,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუა მომხდარზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

„სახელმწიფო მაგას ნიშნავს, ჩვენ ვქირაობთ ადამიანებს, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და ა.შ,“-განახადა მაკა ჩიჩუამ.

 

დღის ამბები