19 ივლისი 2019,   06:32
ვრცლად
„მთავარი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა, გახარია აუცილებელად უნდა გადადგეს"-ნინო გოგუაძე

მთავარი მოთხოვნები უნდა შესრულდეს, გახარია უნდა გადადგეს-ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ნინო გოგუაძემ გააკეთა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, 20 ივნისის სისხლიან ღამეზე სწორედ შს მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა.

„მთავარი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა. გახარია აუცილებელად უნდა გადადგეს. ის ადამიანი, რომლეიც პირადად არის პასუხისმგებელი იმ ომზე რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუმართა აქ რუსთაველის გამზირზე, თვალებდათხრილ ადამიანებზე, დაჭრილ ადამიანებზე ის ადამიანი უნდა წავიდეს და წერტილი, როგორც ამბობს თვითონ,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, დიდი მიღწევაა ის, რომ ახალგაზრდებმა აიძულეს ბიძინა ივანიშვილის დათმობაზე წასულიყო და მან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროპორციულ სიაზე დათანხმდა.

„მან ეს ნახა, რომ აუცილებელია დათმობებზე წასვლა. ბევრი ლაპარაკია ნულოვან ბარიერზე. რა საკვირველია იგი ცდილობს რომ რაღაც ხრიკებით ისევ მოახერხებს და შეინარჩუნებს უმრავლესობას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები