19 ივლისი 2019,   06:30
ვრცლად
ნახევარ სახეზე აფარებული ხელი - მუსიკოსები, სპორტსმენები და სხვა ხელოვანები, 20 ივნისის ღამეს აპროტესტებენ

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მყოფი ათასობით ადმიანის გარდა, რუსულ ოკუპაციასა და გავრილოვის ღამეს, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ყველაგან, სადაც ხმა მიუწვდებათ. მუსიკოსები, ფოტოხელოვანები, მოცეკვავეები თუ სპორტსმენები - ყველა 20 ივნისის მოვლენებმა გააერთიანა.
სოფო ბათილაშვილი პირველ სოლო კონცერტზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იმღერებს. ბექა გოჩიაშვილი კი 29 ივნისიდან ევროპაში ტურნეს იწყებს და აპირებს, რომ ყველას გააგებინოს რუსული ოკუპაციის და სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ, თუმცა მანამდე გავრილოვის ღამეს დასახიჩრებულთა მიმართ სოლიდარობა ერთი უბრალო, თუმცა მრავლისმთქმელი ჟესტით გამოხატეს - ნახევარ სახეზე აფარებული ხელი და ფრაზა-"ნუ მაბრმავებ."

დღის ამბები