10 მაისი 2024,   18:05
ვრცლად
"ოლიგარქი" , "კადაფი" - პარლამენტში სესია აქციისა და პიკეტირების ფონზე ჩაივლის

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო სესია აქციის ფონზე ჩაივლის. „ოლიგარქი“, „კადაფი“ - ამ ლოზუნგებით პარლამენტთან აქციის მონაწილეები მივიდნენ.

ასევე გართულებულია პარლამენტში შესვლა. აპარატის თანამშრომლები ვერ ახერხებენ საკანონმდებლო ორგანოში შეღწევას. პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დილის რვა საათზე შეიპარნენ პარლამენტში, რადგან იცოდნენ, რომ სირცხვილი კორიდორში გავლა მოუწევდათ. 

„აქედან გამოსვლა არ უნდათ? სიარული არ უნდა ქვეყანაში? "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატი,რომელიც ცდილობს გააპრავოს გიორგი გახარია არის მონაწილე „გავრილოვის ღამის“.

გიორგი გახარია ხვალ ჩაჯდება თვითმფრინავში და გაფრინდება მოსკოვში, თქვენ აქ დარჩებით. დროულად შეეგუეთ და გადააყენეთ გახარია. აუცილებლად ვაიძულებთ ივანიშვილს გადააყენოს გახარია, ისე როგორც ვაიძულეთ გადაეყენებინა კობახიძე და დაენიშნა პროპორციული არჩევნები,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები