26 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის ინსტიტუტი მიცვალებულია - ბაჩუკი ქარდავა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის ინსტიტუტი მიცვალებულია - ამ განცხადებით, ედპ-ს ლიდერი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება უნდა დასრულდეს.

„პარლამენტის შენობასთან ვიმყოფებით და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ინსტიტუტი მიცვალებულია. იმიტომ რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით და ბოლო პერიოდის განსაკუთრებული გადაწყვეტილებებით, 20 ივნისიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა  რომ ქვეყანაში ქართული პარლამენტარიზმის იდეა ფაქტიურად მოსპო და გაანადგურა. დღეს ეს პარლამენტი გაძარცვულია, არა მხოლოდ პოლიტიკური ნებისგან, არამედ გაძარცვულია მორალისგან და სინდისისგან“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

კენჭისყრაში, რაც პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრების თანხმობას გულისხმობს, 92 დეპუტატი მონაწილეობდა.

იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

დღეს პროკურორმა არაერთხელ გაიმეორა, ნიკა მელიას დაკავებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან არსებობს მისი მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 

საქმეში კი 6 მოქმეა, აქედან 4 შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ის წარმომადგენლები არიან. 

დეპუტატების სია, რომლებმაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები