28 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
მშვიდობიანი მსვლელობა ფოთში - სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აქცია ფოთში - სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს.  ისინი ქუჩებში დროშებით და ავტომანქანების გაბმული საყვირის ხმის ფონზე გადაადგილდებოდნენ. ამ ფორმით დემონსტრანტებმა რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მათი  მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.

„ეს აქცია არის მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც მხარს უჭერს იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომელიც დღეს თბილისში, პარლამენტის წინ იბრძვის. მე ვფიქრობ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მეც მინდა ჩემს გუნდთან ერთად მხარი დავუჭირო ამ აქციას,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვლადიმერ ამბალიამ.

დღის ამბები