28 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
გთხოვთ, ეს აქცია გადაიფიქრეთ, ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას - გახარია კონტრაქციის ორგანიზატორებს მიმართავს

"მინდა მადლობა გითხრათ და გთხოვოთ, ვინც ამ აქციებს აორგანიზებთ, გადაიფიქრეთ," -  ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმ პირებს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მისი მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

შს მინისტრი ამბობს, რომ მან კონტრაქციის შესახებ მედიისგან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაიგო და მოუწოდებს ყველა ორგანიზატორს, არ გამართონ ისეთი ღონისძიება, რომელიც კიდევ უფრო აწევს ტემპერატურა და გაზრდის პოლარიზაციას.

„კონტრაქციის შესახებ პირველად მესმის. გეთანხმებით, რომ მსგავსი ღონისძიებები არ არის საჭირო. მინდა თითოეულ ადამიანს მადლობა ვუთხრა და ვთხოვო, როდესაც მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას, მსგავსი აქციები მხოლოდ ხელს გვიშლის, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს, მინდა გულწრფელად ვთხოვო და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, ვინც მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს, გადაიფიქრონ,“-განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს შვიდ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია დაანონსდა. 

 

დღის ამბები