30 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან წასვლაზე განცხადებას არ წერს

სერგეი გავრილოვის მთავარი მასპინძელი და ბოლო დროის სისხლიანი მოვლენების გამომწვევი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან წასვლაზე განცხადების დაწერას არ ჩქარობს.

ქუცნაშვილის სამუშაო კაბინეტი პარლამენტში ჩაკეტილია. დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში გავრილოვის სკანდალის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება 11 დღის წინ გააკეთა, ოფიციალური განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ჯერ არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუცნაშვილი ისევ დეპუტატია, ისევ იმუნიტეტი იცავს და ისევ ხელფასს იღებს.

დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი განმარტავს, რომ საკითხი ტექნიკურია და უფლებამოსილება ქუცნაშვილს უახლოეს პლენარულ სხდომაზე შეუჩერდება.

კრიზისული პერიოდის გადაგორების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ქუცნაშვილს უფლებამოსილება თანაგუნდელებმა არ შეუჩერონ.

დღის ამბები