30 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მკურნალობას ქობულეთის საავადმყოფოში გადიან. საქმე ეხება დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც 12 სამხედრო დაშავდა. შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ გადაბრუნდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 სამხედრო ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას, 6 კი - ქუთაისის საავადმყოფოში.

„დილის შვიდის ნახევარზე შემოსული იქნა 12 პაციენტი, აქედან 2 მოყვანილი იქნა 112 ბრიგადის მიერ, 10 თვითდინებით მოვიდა, აქედან სამის მდგომარეობა იყო მძიმე, რომელიც გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, სამს ასევე ჩაუტარდა ოპერაცია წვივის ძვლის, მხრის ძვლის და ლავიწის. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ განყოფილებაში იქნენ გადმოყვანილი და გადიან მკურნალობის კურსს,“ - ამბობს ექიმი.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი, დავით ბარლიანი ამბობს, რომ მათთან ორი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი და იმყოფებიან სტაციონალური მკურნალობის ქვეშ. მათთან ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება ახლო მომავალში და იმედს ვიტოვებთ, რომ არ მოხდება რაიმე სახის ჩარევა. ძირითადი დაზიანებები არის თავის ტვინის შერყევა, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა,“ - განაცხადა ბარლიანმა.

დღის ამბები