27 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
Russia today და Спутник ლონდონში მედიაკონფერენციაზე არ დაუშვეს

რუსული ტელეარხი Russia today და სააგენტო Спутник ლონდონში მედიაკონფერენციაზე არ დაუშვეს. ამის მიზეზად კი, მათ მიერ დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა.

Russia today-ს  და Спутник-ს  აკრედიტაცია უშუალოდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ მისცა, რასაც მოსკოვში პოლიტიკურად მოტივირებული დისკრიმინაცია უწოდეს.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მედიის თავისუფლების საკითხები უნდა განიხილონ, ლონდონში ამ კვირაში იხსნება. შეხვედრაზე 60 მინისტრი და 1000-ზე მეტი ჟურნალისტია მიწვეული.

დღის ამბები