28 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
"მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალია ის, რაც ახლა ხდება" - ოპოზიცია ლარის გაუფასურებაზე  

"მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი არის ის, რაც ხდება ახლა" - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ლარის უკიდურესად გაუფასურების შესახებ გააკეთა.

ოპოციზიონერი დეპუტატი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ქვეყნის პოლიტიკის რადიკალურად შეცვლასა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის დროულ ქმედებებში ხედავს. 

რომან გიცირიძე-ის სურათის შედეგი

„ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამკვდარია საინვესტიციო პროცესი, ეროვნული არის ნომინალური ფიგურა, თუ შეიძლება ითქვას ფინანსურ სექტორში. უშვებს და უშვებს შეცდომებს. ასე, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი არის ის, რაც ხდება ახლა. გამოსავალი არის ის, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდებოდა და, სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ნაგროვებ ნეგატივს ერთ დღეში ვერ შეცვლის. ამიტომ, სწრაფად, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა იმოქმედონ, ბიუჯეტი უნდა შეცვალოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს პოლიტიკა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებას პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ იქამდე, სანამ ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი

„ლარის ასეთი მდგომარეობა განპირობებულია იმ უაღრესად მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს 7 წლის განმავლობაში. და, ბუნებრივია, არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და არც უცხოელ ინვესტორებში რწმენა იმისა, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" მართავს ქვეყანას და არის ხელისუფლების სათავეში, ლარს და ეკონომიკას რაიმე ეშველება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ლარის რეკორდული გაუფასურება ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2599 გახდა. 

დღის ამბები