28 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
ლუიზიანის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი 

ლუიზიანის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. შტორმი სახელწოდებით "ბარი" რეგიონს მასშტაბური წყალდიდობით ემუქრება. სარისკო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

100 ათასზე მეტი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, ნიუ-ორლეანის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისი გაუქმდა. ქარიშხალი ამ დროისთვის შედარებით შესუსტდა და მისი სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს. დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა შტორმის მიახლოებამდე გამოაცხადა. 


დღის ამბები