17 აგვისტო 2019,   22:35
ვრცლად
პროტესტის 25-ე დღე - აქციას სტარტაპერებიც შეუერთდნენ, რომლებიც საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას აწყობენ

20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან უკვე 25 დღე გავიდა. პასუხისმგებლობა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე ჯერ ისევ არავის აუღია. თბილისის მთავარ გამზირზე კი პროტესტი ისევე გრძელდება, სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეები 07:00 საათზე დღესაც შეიკრიბებიან და მოითხოვენ გიორგი გვახარიას გადადგომას. აქციას პარლამენტის წინ უერთდებიან სტარტაპერები. მათ რუსთაველის გამზირზე გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები. გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. 

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხის 20% აქციის ორგანიზატორებს გადაეცემათ იმისთვის, რომ მათ შეძლონ პროტესტის გაგრძელება.

„მე წარმოვადგენ კომპანია „ლივლივს.“ წარმოდგენილი მაქვს სამაგიდო თამაში „ულალა.“ მიზანი არის ის რომ არ მინდა საქართველოს პარლამენტში იჯდეს რუსი დეპუტატი და არ მინდა საქართველოს მთავრობა აბრმავებდეს ქართველ მოქალაქეებს. მინდა რომ ყველა ლივლივებდეს და იყოს თავისუფალი,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და არ გაჩერდებიან.

„აქამდე ძალიან დიდი ინტერესი იყო ძალიან ბევრი ადამიანისგან. ჩვენ სულ გვქონდა სტიკერები, მაისურები და ა.შ. ანტიოკუპაციური თემით და 20 ივნისის სიმბოლიკით და სულ იყო მოთხოვნა, რომ ჩვენც გვინდა, სად ვიყიდოთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი აქ გამოგვეტანა და გადავწყვიტეთ რომ სტარტაპებისთვის და კერძო პირებისთვის იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, რომელმაც საკუთარი წიგნები და სახლიდან რაღაცეები გამოიტანეს მოგვეწყო ასეთი საინტერესო დღე,“-განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს გადასცეს გიორგი გახარიას მიერ ნათქვამი ტყუილების ჩამონათვალი. მარიამ გეგუჩაძის თქმით, "გახარიამ იკადრა ყველანაირი ტყუილი რაც კი შეიძლებოდა რომ ეკადრებინა." 

დღის ამბები