25 აგვისტო 2019,   16:24
ვრცლად
ფარული კენჭისყრა, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრებმა, ერთი და იგივე 20-20 კანდიდატი შემოხაზეს - ექსპერტები შეთქმულებაზე საუბრობენ

20 ივნისს, როცა მთელი ჩვენი ყურადღება გავრილოვის მიერ ოკუპირებული პარლამენტისკენ იყო მიპყრობილი, იუსტიციის საბჭოს წევრებმა, ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და უზენაესი ინსტანცია პრაქტიკულად მათ საახლობლოს გაუნაწილეს.

იუსტიციის უმღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ისე აირჩიეს, რომ შედეგების გასააზრებლად, უმაღლესი მათემატიკა გახდა საჭირო.

კანდიდატი 137 იყო, საბჭოს თითოეულ წევრს ამ 137-დან 20-ის შემოხაზვა შეეძლო. კენჭისყრა კი ფარული იმიტომ, რომ არავის სცოდნოდა ვინ ვის მისცა ხმა.

შედეგად კი გამოვლინდა, რომ საბჭოს ოთხმა წევრმა ზუსტად ერთი და იგივე ოცი წევრი შემოხაზა და სხვა სამმა წევრმა სხვა ზუსტად ერთი და იგივე 20.

სასამართლოს ექსპერტები ეჭვობენ, რომ იუსტიციის საბჭოში ფარული კენჭისყრის დროს საბჭოს წევრები კანდიდატებს შეთანხმებულად ხაზავდნენ.

საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით არჩეული კანდიდატები, შეთქმულებას გამორიცხავენ ამბობენ, რომ ეს უფრო დამთხვევა იყო.

დღის ამბები