28 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა პარლამენტის წინ - შემოსული თანხა მომდევნო დღეებში აქციის ორგანიზებას მოხმარდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც უკვე 25 დღეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს წინ იკრიბებიან, მიმდებარე ტერიტორია დღეს სტრატაპელებს დაუთმეს. მათ საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, რომელთა შეძენა ნებისმიერი მსურველს შეუძლია. თანხა კი რომელიც დღეს შემოვა, მომდევნო დღეებში აქციების ორგანიზებას მოხმარდება.

„დღეს გვაქვს საპროტესტო აქციის 25-ე დღე. რადგან კვირა დღე არის და რადგან უკვე ჩვეულებრივ რუტინად იქცა ყოველდღიურად ჩვენი აქ სიარული, ეს არის ჩვენი სამსახური, გადავწყვიტეთ, რომ სხვა ადამიანებსაც მივცეთ საშუალება მოვიდნენ, თავიანთი ნივთები გამოფინონ, გაყიდონ. აქ შემოსული თანხა მოხმარდება მთლიანად აქციების ორგანიზებას. ეს იქნება ხვალ, ზეგ ჩვენი აქ ყოფნის გარანტი. იმიტომაც ხვალაც, ზეგაც ვაპირებთ რომ მოვიდეთ და აქ ვიდგეთ სანამ გახარია არ გადადგება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დღის ამბები