27 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
რუსეთის გზავნილი - ქართულ ღვინოს, რომელიც ახალ ქვეყნებს და ბაზრებს იპყრობს, ოკუპანტი რუსეთი იარაღად იყენებს 

ემბარგოს დაწესების მოთხოვნა კრემლში - გავრილოვის ვიზიტის და სისხლიანი ღამის შემდეგ, რუსეთმა ქართული ღვინის დაბალ ხარისხზე პირველი გზავნილი გააკეთა.   

ჯერ კიდევ 24 ივნისს, ონიშენკოს ყოფილმა უწყებამ, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართული კომპანიების ღვინის ხარისხი გააკრიტიკა და რამდენიმე პარტია დაიბლოკა. 2 დღეში კი ქართული ღვინის ასოციაციამ წერილი გაავრცელა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრება და ღიად დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა,” - ნათქვამია კი ქართული ღვინის ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

კვირის დასაწყისში, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ასეთ ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ მეწარმეების ასეთი დამოკიდებულება ქვეყანას აზიანებს.

ქართული ღვინის ასოციაციის წერილის პათოსს, რომელიც გავრილოვის ღამის შემდეგ გამოქვეყნდა, ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე ორიენტირებული ქართველი მეღვინეები არ ეთანხმებიან. ისინი აცხადებენ, რომ ქართულ ღვინოს ევროპულ ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს და ის მეწარმეები, რომლებიც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ, წარმატებულად მუშაობენ.

მსოფლიომ საქართველო ღვინის უძველეს ქვეყნად უკვე აღიარა. ეს აღმოჩენილი და მეცნიერულად დამოწმებულია. ისტორიით, ტრადიციითა თუ სიმბოლიკით ღვინო ქვეყნის იდენტობის ნაწილად დიდი ხანია იქცა. მაშინ, როცა ქართული ღვინო ახალ ქვეყნებს და ბაზრებს იპყრობს, ოკუპანტი რუსეთი ღვინოს იარაღად იყენებს. 

 

დღის ამბები