19 აგვისტო 2019,   21:25
ვრცლად
რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მედროშეები - ოკუპანტი ქვეყნის რბილი ძალა საქართველოში  

რუსეთის რბილი ძალა - ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ ოკუპანტ ქვეყანას საქართველოში, უკვე გაუჩნდა ანგარიშგასაწევი დასაყრდენი, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა, თუ ცალკეული სასულიერო პირების სახით. 

ერთ-ერთი მათგანი, ლევან ვასაძეა, რომლის ამოცანაა დარაზმოს მისი თანამოაზრეები ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც შეიძლება ტერმინი „ლიბერალური“ ან „დასავლური“ მიუდგეს.

პოლიტიკური პარტიებიდან კი ასეთია „პატრიოტთა ალიანსი,“ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კიდევ ერთი მედროშე. ხვალ, ერევნის გავლით, მისი დელეგაცია მოსკოვში მიდის. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მასპინძელი სერგეი გავრილოვი იქნება, დუმის დეპუტატი, ერთდროულად კომუნისტი და მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ის, ვისი გაგდების შემდეგაც, საქართველოს თავს დაატყდა პუტინის რისხვა - საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, ტურისტების ევაკუაციის გამოცხადება და ღვინისა და წყლების ემბარგოს განხილვა, ფულადი გადარიცხვების შეწყვეტის მუქარასთან ერთად. თუმცა, როგორც ცნობილია, პუტინმა სანქციების დაწესებას საბოლოოდ მხარი არ დაუჭირა.

"პატრიოტთა ალიანსისა" და ლევან ვასაძის გააქტიურებამდე კი ამ მიმართულებით წამყვანი პოზიცია ნინო ბურჯანაძის პარტიას ეჭირა.

 

დღის ამბები