26 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა "ქართულ ოცნებას" - ენმ IRI-ის კვლევის შედეგებზე 

მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა "ქართულ ოცნებას" - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ IRI-ის კვლევებს.  გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ოპოზიციას აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ სრული ნდობა აქვს და შედეგები რომელიც IRI-მ გამოკვეთა სრულად ასახავს იმ სურათს რაზეც ოპოზიცია და მათ შორის ენმ დიდი ხანია საუბრობს.

Image result for გრიგოლ ვაშაძე„უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის NDI-ის და IRI-ის კვლევებს. ყველასთვის, მოქალაქისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის. ძალიან ბევრჯერ აქვს ჩვენს პარტიას ეს გაცხადებული და კიდევ დავადასტურებ, რომ ჩვენი სრული ნდობით სარგებლობს ეს შესანიშნავი ორგანიზაცია და მისი კვლევები. მეორე, მთავარი სულისკვეთება ამ კვლევის არის, რომ კატასტროფულად არის გაუარესებული სიტუაცია ყველაფერში. ეკონომიკა, უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, კორუფცია. და ამან არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოახდინოს იმაზე მოქალაქის თვალში როგორ აღიქმება მმართველი გუნდი და როგორ აღიქმება ოპოზიცია. კონკრეტულ შედეგებს გამოაქვეყნებენ. იქ ამომრჩეველი, საქართველოს მოქალაქე, თვითონ ნახავს ყველაფერს. მთავარი ის არის, რომ ფაქტიურად ყველგან ეს კვლევები იმის დადასტურებაა რასაც გაერთიანებული ოპოზიცია დაწყებული საპარლამენტო არჩევნებიდან და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე და შუალედურ არჩევნებზე ამბობდა 7 წლიანი მმართველობა მთავრდება სრული კატასტროფით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარტიაში ამბობენ, რომ შემდგომი კვლევა გაცილებით მწვავე იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან გამოკითხვა, რომელიც  "კურიერმა" მოიპოვა, 20 ივნისის სისხლიან დარბევამდეა ჩატარებული.

Image result for ზაალ უდუმაშვილი„კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ამ ქვეყნის ბედიც და  ქართული ოცნების ბედიც მათშორის. ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, ეკონომიკური, პოლიტიკური, ყველა მიმართულებით ქართული ოცნება მიექანება ფსკერისკენ და მიაქანებს ამ ქვეყანასაც ფსკერისკენ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს კვლევა ჩატარებულია მაისიდან ივნისის ჩათვლით, ანუ 11 ივნისს დამთავრდა უკვე ველი. ანუ კვლევა ჩატარდა მანამდე ვიდრე გავრილოვს ჩამოიყვანდა საქართველოს ხელისუფლება და დაგვისვამდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და ვიდრე გახარია თბილისში მოაწყობდა გავრილოვის ღამეს. ამიტომ ამის შემდეგ კვლევა რომელიც ჩატარდება რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ ჩვენ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო. კვლევა 15 ივნისამდე, გავრილოვის ღამემდე 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტიისა" ასევე 5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით, ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები